თუმანიშვილის კონომსახიობთა თეატრში სპექტაკლის "სუფთა სახლი" პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლში მსახიობები - ნინო ბურდული, ზაზა ვაშაყმაძე, სალომე მაისაშვილი, ეკა ჩხეიძე და დარეჯან ხაჩიძე მონაწილეობენ. პიესის რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძეა.
სპექტაკლის პრემიერა თუმანიშვილის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე - "მცირე დარბაზში" გაიმართება.
"სუფთა სახლი" - თანამედროვე ამერიკელი დრამატურგის სარა რულის ერთ-ერთი წარმატებული და პოპულარული პიესაა.
ღონისძიება თბილისის მერიისა და "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება.

















