საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იტალიის კულტურული მემკვიდრეობის ფოტოგამოფენა გაიხსნა.
ფოტოებზე იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული იტალიის ისტორიული ძეგლებია ასახული.
ღონისძიება იტალიის გაერთიანების 150-ე წლისთავს ეძღვნება და საქართველოში ამ გამოფენით იუბილესადმი მიძღვნილი ციკლი დასრულდება.
იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ფედერიკა ფაბის განცხადებით, საქართველოში გამოფენა განსკუთრებით იმ სკოლის მოსწავლეებისთვისაა საინტერესი, სადაც იტალიური ენა ისწავლება.
"იმედი მაქვს ქართველი ბავშვები იტალიის ნახვას ფოტოებით დაიწყებენ, მერე კი, თვითონ შეძლებენ იტალიაში წასვლას" - აღნიშნა ელჩმა.
გამოფენა ეროვნულ მუზეუმში 1 აპრილამდე გაგრძელდება.

















