"ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს" (IWAG) ორგანიზებით სასტუმრო "რედისონში" საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.
გამოფენაზე ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების მეუღლეების მიერ შექმნილი ნივთებია წარმოდგენლი.
გამოფენის სტუმრებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებიც მიმიდნარეობს - გათამაშება, კარიკატურების ხატვა, სახის მოხატვა და სხვა. სტუმრებს ბავშვთა გასართობი ოთახიც ემსახურება . ღონისძიებებს ცოცხალი მუსიკა აფორმებს.
გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა IWAG-ის სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებს მოხმარდება. გამოფენა 18:00 საათზე დასრულდება.
IWAG-ის ტრადიციული საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა საქველმოქმედო პროექტებისთვის ფინანსების მოზიდვის მიზნით ყოველწლიურად იმართება.
ასოციაციის მთავარი მიზანი საქართველოში მცხოვრები ქალების, ბავშვებისა და მოხუცების დახმარებაა.

















