ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "ჯეოსელის" 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გუშინ გვიან ღამით დასრულდა.
კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და მასში ჯგუფი "შინი", "ჯეოსტარის" ფინალისტები და ანსამბლი "სუხიშვილები" მონაწილეობდნენ.
კონცერტს კომპანიის წარმომადგენლებთან და მიწვეულ სტუმრებთან ერთად, დედაქალაქის მერი გიგი უგულავაც ესწრებოდა.
გუშინ გამართული ღონისძიებები საღამოს "იასამნისფერი ცით" დასრულდა, რომლის ფარგლებში იასამნისფერი განათებითა და ფეიერვერკით, მთაწმინდის ტერიტორია რამდენიმე წუთით იასამნისფერი გახდა.
კომპანია "ჯეოსელისა" და "თელიასონერას" წარმომადგენლების თქმით, "ჯეოსელი" თავის აბონენტებს მომავალში ბევრ სიახლეს შესთავაზებს.
15 წლიანი მუშაობის შედეგები კომპანიამ გუშინ კონცერტამდე შეაჯამა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, აღნიშნული დროის განმავლობაში "ჯეოსელმა" საქართველოში 729 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკაში 517 მლნ ლარი შეიტანა.

















