ცნობილი ქართველი მოცეკვავის ლატავრა ფოჩიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო დღეს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას ცნობილი ქართველი პოეტები და საზოგადო მოღვაწეები მიიღებენ. საღამოს პოეტი ერეკლე საღლიანი წაუძღვება.
ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრია.

















