ჩერქეზული ენისა და კულტურის დღესთან დაკავშირებით ხვალ პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება მოეწყობა.
როგორც "ნიუსპრესს" ჩერქეზული კულტურის ცენტრიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ჩერქეზული თემატიკის ამსახველი მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი.
გარდა ამისა, ჩერქეზი მხატვარის თეუჩეჟ ყატის მიერ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციებიც გამოიფინება.
ღონისძიების მიზანია თბილისში ჩერქეზული ენის დღის აღნიშვნა 14 მარტს ტრადიციად დამკვიდრდეს.
ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკაა.

















