კულტურის მინისტრი ნიკა რურუა უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების გაყიდვის შესაძლებლობას არ ადასტურებს.
მისი თქმით, სტატუსის შეცვლა უნივერსიტეტების გასხვისებას ან გაერთიანებას არ უკავშირდება.
"საუბარი იმაზე, რომ სამხატვრო უნივერსიტეტი და კონსერვატორია ერთიანდება, სრული სიცრუეა. რაც შეეხება სტატუსს, ეს არის საკანონმდებლო ფორმატი, რომელიც ამ უმაღლეს სასწავლებლებს დამოუკიდებლობას ანიჭებს და მეტი დაფინანსებისა და კრეატიული საქმიანობის შესაძლებლობას აძლევს" - განმარტა მინისტრმა.
სტატუსი თბილისის სამ უმაღლეს სასწავლებელს ეცვლება. სახელმწიფო კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია და რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი არასამეწარმეო იურიდიული პირები გახდებიან. როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ამ ცვლილებით სასწავლებლების ფუნქციონირება უფრო მოქნილი გახდება.
გავრცელებული ინფორმაციით,მთავრობა აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების შენობების გაყიდვას აპირებს.

















