მომღერალი მაია დარსმელიძე დღეს მსმენელს თავის ახალ პროექტს "მაობენდს" წარუდგენს.
დარსმელიძის კონცერტი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.
საღამო მომღერლის სცენაზე გამოსვლის 20 წლისთავს ეძღვნება.

















