იაპონელი ქართველოლოგის ჰიროკატე მაედას წიგნის პრეზენტაცია ხვალ "თიბისი გალერეაში" გაიმართება.
წიგნში - "ქართველები სეფიანთა ირანში", ღულამთა ოთხი გვარის – ბარათაშვილების, სააკაძეების, უნდილაძეებისა და მირიმანიძეთა სეფიანთა კარზე ცხოვრებაა ასახული.
ნაშრომში საქართველოს ისტორიისთვის ახალი მასალები და დასკვნებია მოცემული.
პრეზენტაცია პროექტის "იაპონიის გაზაფხული – იაპონიის კულტურისთვის" ფარგლებში იმართება. ის იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტია.

















