„ევროპის სახლი“ და რობერტ ბოშის ფონდი დღეს პროექტის „ერთი და მრავალსახოვანი ევროპა XX და XXI საუკუნეების ბალეტის ფონზე“ ახალი სეზონის საჯარო ლექციას გამართავს.  
ლექციას სახელწოდებით „ჟიზელი მოკვდა! გაუმარჯოს ჟიზელს!“ ფილოსოფოსი, ჟურნალისტი და თანამედროვე ცეკვის მკვლევარი ხათუნა მზარელუა გაუძღვება. ის  კლასიკური  საბალეტო რეპერტუარის შედევრ „ჟიზელის“ ხუთ სხვადასხვა დადგმას წარმოადგენს.
ასევე, საღამოზე ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები საბალეტო ქმნილებებიდან და ექსკლუზიური ფოტო-მასალა.
ბალეტი „ჟიზელი“ ჟიულ-ჰენრი ვერნუა დე სენ-ჟორჟის და თეოფილ გოტიეს, ადოლფ ადამის, ჟან კორალისა და ჟიულ პეროს  ერთობლივი მუშაობის ნაყოფია. მისი პირველი წარმოდგენა პარიზში, 1 841 წელს გაიმართა.
1942 წელს, ჟიზელისა და ალბერის პარტიებს ქართველი მოცეკვავეები ვერა წიგნაძე და ვახტანგ ჭაბუკიანი ასრულებდნენ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












