საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში დღეს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტ თადეოზის (იორამაშვილი) 65 წლის იუბილესადმი
მიძღვნილი წიგნის - „იცნოს სოფელმან” პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, საღამოზე სიტყვით მწერლები და საზოგადო მოღვაწეები გამოვლენ. ღონისძიებაზე მეუფის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შესრულდება.
ღონისძიებაზე 35 წიგნი გაიყიდება. შემოსული თანხა კი, ეპარქიის მშენებლობის ფონდს მოხმარდება.
წიგნში ცნობილ ადამიანთა წერილები, მილოცვები და მეუფე თადეოზისადმი მიძღვნილი ლექსები, ასევე, მეუფის ინტერვიუები, ლექსები და წერილებია შესული.
წიგნში მიტროპოლიტის პირადი არქივებიდან ფოტომასალაცაა შესული.

















