ქართულ-ირლანდიური კინოფესტივალი (GIFF) თბილისში ახლო მომავალში გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს,
საერთაშორისო პანელში ფესტივალის ჟიურის წევრი ირლანდიის ერთ-ერთი წარმატებული პროდიუსერი ალან მოლონი იქნება.
კინოფესტივალის მიზანია ჯილდოების მფლობელი სრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებით საქართველო-ირლანდიის კულტურული პარალელების აღმოჩენა.
გარდა ამისა, ფესტივალი ქართველ რეჟისორებს საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე საკუთარი ნამუშევრების წარმოჩენის საშუალებას აძლევს.

















