logo2
logo2
არქივი
« მარტი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თეა წულუკიანი: გვინდა აღვადგინოთ საქართველოს ყველაზე დიდი მუზეუმი - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
თეა წულუკიანი: გვინდა აღვადგინოთ საქართველოს ყველაზე დიდი მუზეუმი - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
18:48 28.07.2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გამოწვევაა და სამინისტროს მიზანი არის, რომ მომავალი 10 წლის მანძილზე ჩვენ 500-მდე ძეგლზე ჩატარებული იყოს კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები და საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 75%-ის მდგომარეობა იყოს თანამედროვე წესების დაცვით შესწავლილი.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის შემუშავებული და განხორციელებული იქნება საზღვარგარეთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის სახელმწიფო გეგმა და სამინისტროს მიზანია, 55% ძეგლების შესწავლა და მათი მოვლა-პატრონობის ღონისძიებების განხორციელება.

„10 წლის მანძილზე ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დაინერგოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების სახელმწიფო მექანიზმები და 100% ჩვენი ძეგლებისა აღირიცხოს ელექტრონულ პლატფორმებზე, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში გავაგრძელოთ წარმატებული საქმიანობა და შევიტანოთ მინიმუმ 1 ნომინაცია ძეგლების მიმართულებით, ხოლო არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში - მინიმუმ 5 ნომინაცია.

ვვარაუდობთ, რომ 10 წლის თავზე ის მტკივნეული საკითხი, რომელიც დღეს საქართველოს აწუხებს - მუზეუმების მართვა თანამედროვე სტანდარტით, იყოს შემუშავებული, მოქმედებდეს ერთიანი პოლიტიკა და ჩვენს მუზეუმებში დაცული ექსპონატების 100% ასევე იყოს აღრიცხული ელექტრონულ პლატფორმებზე. ჩვენ დღეს მუზეუმში ვიმყოფებით და არ შეიძლება ხაზი არ გაესვას იმ სიმბოლოს, ადგილს, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ დღევანდელი პრეზენტაციისთვის - გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო დეპუტატებო, ძვირფასო სტუმრებო და ახალგაზრდებო, ეს არის შუაგულ დედაქალაქში მწვანე სივრცე, რომელიც ათეულობით ჰექტარზე არის გადაშლილი და ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ეს გახდეს ერთ-ერთი წამყვანი მწვანე მუზეუმი საქართველოში, იმ თბილისში, რომლის გამწვანებისა და განვითარებისთვის ქართული ოცნების ხელისუფლებამ, თავის დროზე ბატონმა ნარმანიამ და ბატონმა კალაძემ უპრეცედენტო საქმიანობა აწარმოეს იმისთვის, რომ ამ ქალაქში უკეთესად ვსუნთქავდეთ, უკეთესად ვცხოვრობდეთ და ვფიქრობთ, რომ ეს მუზეუმი იმ ახალი რეფორმის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გვინდა განვახორციელოთ, თავის დიდ წვლილს შეიტანს და თბილისელებისთვის, ეს არა მხოლოდ დაცული ოდა-სახლები იქნება, არამედ სასეირნო, გასართობი და რაც მნიშვნელოვანია - საგანმანათლებლო სივრცე იქნება ბავშვებისათვის", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, სამინისტრო აპირებს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენას.

„გვინდა, რომ 10 წლის თავზე საქართველოს ყველაზე დიდი მუზეუმი, სადაც დაცულია ჩვენი სამუზეუმო ექსპონატების 90%-მდე - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი აღვადგინოთ, განვაახლოთ და იმ სიწმინდეებს, რომლებიც ოქროს ფონდში ინახება, მივცეთ ის სიცოცხლე, რომელიც მათ ეკუთვნით. არაერთი ეს ექსპონატი მოვლა-პატრონობას საჭიროებს და ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება იუნესკოს ექსპერტებთან, რომ ხის კონსერვაციის, ჭედური ხატების კონსერვაციის ექსპერტები ჩამოვიდნენ და ოქროს ფონდი იყოს ისევე გამოფენილი და ხელმისაწვდომი, როგორც ეს იყო ჩვენს ბავშვობაში. ასევე, ამ მუზეუმში შენახულია (რაც ბევრმა არ იცის) პირველი კანდინსკი, ქართველი მხატვრები, რომელთა რიცხვი არის შთამბეჭდავი.

მხოლოდ ფიროსმანი რად ღირს, კაკაბაძე და გიგო გაბაშვილი, ახვლედიანი და სხვები და რა თქმა უნდა, ისინი უნდა იყოს სათანადოდ გამოფენილი. ამისთვის საჭიროა მუზეუმის აღდგენა, მუზეუმის, რომელსაც აქვს სერიოზული გამოწვევები", - განაცხადა მინისტრმა
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა