კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ყოფილ საგარეო საქმეთა
მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე და სმეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ იმსჯელეს.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ვისაუბრეთ კულტურული დიპლომატიის მიმართულებებსა და მნიშვნელობაზე, რომელზეც კულტურის კომიტეტმა უნდა იმუშაოს მომავალში. ვიმსჯელეთ სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს შექმნის თაობაზე", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.