logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სხვადასხვა თაობის მუსიკოსებს შორის შემოქმედებითი კავშირის დამყარების მიზნით კულტურის სამინისტროში ღონისძიება გაიმართა
სხვადასხვა თაობის მუსიკოსებს შორის შემოქმედებითი კავშირის დამყარების მიზნით კულტურის სამინისტროში ღონისძიება გაიმართა
11:45 11.07.2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სააქტო დარბაზში ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლის აღსაზრდელთა ჩასაბერი საკრავების ორკესტრმა კონცერტი გამართა. კონცერტში, რომელსაც სკოლის დირექტორი თამაზ მოლაშვილი დაესწრო, მონაწილეობა მიიღო ხელოვნების სკოლის 25-მა აღსაზრდელმა და ბავშვთა ორკესტრის დირიჟორმა სერგო ტყაბლაძემ.

ღონისძიება მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით მოეწყო და მისი მიზანია ჩასაბერი საკრავების ბავშვთა ორკესტრის საქმიანობისა და შემოქმედების გაცნობა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელ ნიკოლოზ რაჭველისა და ორკესტრის წევრებისთვის.

რამდენიმე დღის წინ, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში სტუმრობისას თეა წულუკიანმა ნიკოლოზ რაჭველსა და ორკესტრის წევრებს მოუწოდა, მჭიდრო კონტაქტი დაამყარონ სახელოვნებო სკოლების აღსაზრდელებთან და მათ მასტერკლასები ჩაუტარონ, რათა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა პროფესიისადმი ინტერესი არ დაკარგონ და ქვეყანაში გააქტიურდეს ახალი თაობის მუსიკოსებზე ზრუნვის პროცესი. სამინისტროში გამართული ღონისძიებაც სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ეროვნული მუსიკალური ცენტრის წარმომადგენლები გაეცნონ ხელოვნების სკოლის აღსაზრდელთა სასულე ორკესტრის შემოქმედებას, რათა ორი თაობის ხელოვანებს შორის დამყარდეს შემოქმედებითი კავშირი და ერთი მხრივ, ახალგაზრდებს მიეცეთ პროფესიული განვითარების საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს მიეცეს საშუალება, ახალგაზრდებს შორის შეარჩიოს შესაფერისი კანდიდატები, რომლებიც წლების შემდეგ მათ საქმიანობას გააგრძელებენ.

„საქართველოში არის სახელოვნებო სკოლები, სადაც ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა სწავლობს, თუმცა მათი საქმიანობის და შემოქმედების შესახებ არ აქვთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციებს, რომელთა რიგების შევსება სწორედ ამ ახალგაზრდებით უნდა მოხდეს. იმისათვის, რომ არ იყოს ამ პროფესიებში წყვეტა, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ახალგაზრდა თაობის შემოქმედების გაცნობას პროფესიულ მუსიკალურ ორგანიზაციებისთვის, რათა მათ მიეცეთ საშუალება, ამ ახალგაზრდებს შორის ყველაზე ნიჭიერები და პერსპექტიულები შეარჩიონ და განვითარებაში დაეხმარონ. ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო თანამშრომლობაა," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მუსიკალურ წარმოდგენას ახალგაზრდული ორკესტრის წევრთა მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა