logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
11:06 07.07.2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს ანარ ქარიმოვს სამინისტროში უმასპინძლა და მასთან ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული კავშირებისა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები განიხილა.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო კულტურის სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ შემოქმედებითი ინდუსტრიების, ასევე კინოს მიმართულებით და გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, რათა ორი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ იყოს დაცული.



შეხვედრაზე მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმება „წითელ ხიდთან" დაკავშირებით. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყანამ ერთობლივად იზრუნოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებაზე, რათა შესაბამისად განხორციელდეს მისი კონსერვაცია-რესტავრაცია. „წითელი ხიდი რომელსაც ერთად აღვადგენთ, გახდება ორი ქვეყნის სიამაყის სიმბოლო, თუ როგორ შეიძლება ორმა მეგობარმა ქვეყანამ ერთობლივი ძალებით აღადგინოს ის ხიდი, რომელსაც აზერბაიჯანულ ენაზე „ჩატეხილი ხიდი" ჰქვია. ჩვენ ამ ხიდს მეგობრობით და პროფესიონალიზმით აღვადგენთ." - განაცხადა თეა წულუკიანმა.



მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (UNESCO) საქართველო და აზერბაიჯანი გააგრძელებს ერთმანეთის მხარდაჭერას და კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ერთმანეთის ინტერესების კვლავაც აქტიურად დაცვას.



თავის მხრივ, ანარ ქარიმოვმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას მოწვევისათვის და საქართველოს კულტურის სამინისტროსთან სხვადასხვა კულტურული პროექტის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.



სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ანარ ქარიმოვის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა