logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 2022 წლისთვის გამოფენების გრაფიკის შედგენას იწყებს
საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 2022 წლისთვის გამოფენების გრაფიკის შედგენას იწყებს
13:49 06.07.2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფი - დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 2022 წლისთვის საგამოფენო პროექტების განსახორციელებლად განაცხადების მიღებას დღეიდან, 6 ივლისიდან იწყებს. მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ, ეს იქნება გამჭვირვალე და მხატვრებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი.



მოცემული ინიციატივა მინისტრმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეროვნულ გალერეაში გამართულ ღონისძიებაზე გააცნო მხატვრებს. მინისტრმა ეროვნული გალერეიდან მხატვრებს მიმართა და აცნობა, რომ მათი მრავალწლიანი თხოვნა დაკმაყოფილებულია და ე.წ. ცისფერი გალერეა მხატვრებს უბრუნდება. გალერეაში კვლავ იქნება შესაძლებელი როგორც ცნობილი მხატვრების, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრების გამოფენების მოწყობა.



დღეს ეროვნული გალერეისა (სივრცე 1, სივრცე 2, სივრცე 3, სივრცე 4, სივრცე 5, სივრცე 6, სივრცე 7) და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის კარი იღება როგორც ცნობილი, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრებისთვის და იწყება 2022 წლისათვის გამოფენების გრაფიკის შედგენა. გამოფენის პროცედურებსა და პირობებთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.



აღნიშნულ მუზეუმებში გამოფენის მოწყობის მიზნით პროექტის წარმოდგენის საშუალება აქვს თავად ავტორს, ავტორთა ჯგუფს, პროექტის კურატორსა და ორგანიზაციას. გამოფენის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს (არ ვრცელდება საერთაშორისო გამოფენებზე).



განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:



გამოფენის მხატვრული, ისტორიული ან შემეცნებითი მნიშვნელობა;
გამოფენის კონცეფციის ორიგინალურობა და კრეატიულობა;
ავტორის ჩანაფიქრის სათანადოდ აღქმისა და შეფასების უნარის განვითარება მაღალი მხატვრული ღირებულების ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნაწარმოებთა ეფექტურად, ორიგინალურად ექსპონირების მეშვეობით;
ფართო აუდიტორიის ინტერესების დაკმაყოფილება.


პრიორიტეტი მიენიჭება რეტროსპექტულ გამოფენებს; პერსონალურ და ჯგუფურ კონცეპტუალურ გამოფენებს; საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმებისა და კერძო კოლექციების ექსპონატთა გამოფენებს; სხვა მუზეუმებსა და ინსტიტუციებთან ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის შედეგად მომზადებულ გამოფენებს და საკურატორო გამოფენებს.



არ განიხილება გამოფენის პროექტი, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიკური კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, ასევე, რელიგიური/კონფესიური დოქტრინის მხარდასაჭერად.



საგამოფენო განაცხადი განსახილველად წარედგინება საგამოფენო კომისიას. თუ საგამოფენო კომისია მიიჩნევს, რომ შემოსული განაცხადი აკმაყოფილებს კონკურსის ინტერესებსა და პრიორიტეტებს საგანმანათლებლო, ასევე თანამედროვე ხელოვნების წახალისებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული გალერეა უზრუნველყოფს ბეჭდური და ციფრული სახის პროდუქციის (კატალოგი, ბანერი, საინფორმაციო პანელი, ვიდეორგოლი და სხვ.) სრულად ან ნაწილობრივ დამზადებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა