იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ესეების კონკურსის „ჩემი აფხაზეთი“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
სპეციალურმა საკონკურსო კომისიამ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები I ადგილი თამარ აქუბარდია (,,ჩვენ მაინც გადავცურავთ ზღვას“), II ადგილი თამარ ჯონჯუა (,,ომს მიღმა დეტალები“), III ადგილი დაჩი ახვლედიანი (,,სოხუმჩანი“) გამოავლინა.
კონკურსის გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები და სამახსოვრო საჩუქრები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ გადასცა.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის ფარგლებში გაიმართა.
პროექტში ასევე მონაწილეობდნენ კონკურსანტები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან.