თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში დღეს ტრადიციული მრავალხმიანობის მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება.
სიმპოზიუმი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა და ქართული ქალაქური მრავალხმიანობის კონცერტით დაიწყება.
მსმენელის წინაშე წარსდგებიან ქართული და უცხოური ანსამბლები - ანჩისხატის გუნდი, გლორია, დიდგორი, დმანისსკიე ზორი, ებრაული ვოკალური სტუდიის ჯგუფი, ლაშარი, ლიახვი, ორლენტა, როდნიკი, სმერეკა, ქსოვრელები, ღლონტების ოჯახური ანსამბლი, ჩერნობრივცი.
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმპოზიუმის ფარგლებში, კონცერტები და სამეცნიერო სესიები სახელმწიფო კონსერვატორიაში 28 სექტემბრამდე ყოველდღე გაგრძელდება.

















