აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგანტოს დაფინანსებით გონიო-აფსაროსის ციხის
ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამხრეთ-დასავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი და ცენტრალური ნაწილის შესწავლა. სამივე უბანზე გამოვლენილია რომაული და ბიზანტიური ეპოქების შენობა-ნაგებობათა ნაშთები და სხვადასხვა სახის არტეფაქტები.