აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანი და სააგენტოს 
დირექტორი ოლეგ ბოლქვაძე  პოლონელ არქეოლოგებს შეხვდნენ.
წელს, ქართულ-პოლონური ექსპედიციის ფარგლებში გონიოს ციხეში გათხრითი და კვლევითი სამუშაოები განხორციელდა.
რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ არქეოლოგიურ ძეგლზე  აღმოჩნდა პირველი რომაული იატაკის მოზაიკა.
მიმდინარე წელსაც კიდევ ერთი ფრაგმენტული მოზაიკა იქნა აღმოჩენილი.
პოლონურ-ქართული ერთობლივი პროექტის ხელმძღვანელია  ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი რადოსლავ კარასიევიჩ-სციპიორსკი.                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












