საქართველოს პარლამენტის ახალშექმნილი კულტურის კომიტეტი აჭარის რეგიონში - ბათუმსა
და ქედაში  გასვლით სხდომებს მართავს.
კომიტეტის წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს წარომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ იმსჯელეს.
„ დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მინისტრთან კულტურისა და განათლების შესაბამის რეფორმაზე,  რომლის განხორციელების აუცილებლობაც იქნა მხარეთა შორის დიალოგის დროს ხაზგასმული;  ვისაუბრეთ ასევე აჭარის ავტიონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული ძეგლების  დაცვაზე; საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც მეტ მიმღებლობას გაუჩენს ახალგაზრდებს კულტურასთან მიმართებაში. შეხვედრაზე დაისახა შემდგომი ნაბიჯები მჭიდრო თანამშრომლობისთვის", -განაცხადა კულტურის კომიტეტის  წევრმა, დავით მათიკაშვილმა.                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












