logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფონდ „ქართუს" დაფინანსებით სრულად რეაბილიტირებული ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფონდ „ქართუს" დაფინანსებით სრულად რეაბილიტირებული ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნა
20:03 14.05.2021
"დღეს არის მართლაც დიდი ზეიმი. ოზურგეთს ამშვენებს ეს უნიკალური თეატრი, რომელიც 150 წელს ითვლის" - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სრულად რეაბილიტირებული ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თეატრი გარემონტდა უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და ფონდი „ქართუს" დახმარებით.


„მე მინდა ყველას მოგესალმოთ. მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, თეატრის და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ოზურგეთის საზოგადოებას. მე მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ ყველას. დღეს არის მართლაც დიდი ზეიმი. ოზურგეთს ამშვენებს ეს უნიკალური თეატრი, რომელიც 150 წელს ითვლის. ეს სილამაზე, ეს დიდებული თეატრი, როგორც ბატონმა ვასილმა აღნიშნა, გარემონტდა უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და ფონდი „ქართუს" დახმარებით.
მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ სულ ახლახანს მოედნის მეორე მხარეს სიმბოლურად გავხსენით სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის სტელა, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის. კიდევ ერთხელ მოვიგონეთ ეს დიდებული ადამიანი. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ხალხი და გურია მინდა განსაკუთრებულად გამოვყო გამორჩეული ნიჭიერებით. ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ფენომენი სწორედ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რაოდენ გამორჩეული მხარეა გურია და გურული ხალხი. მე მინდა ყველას მოგეფეროთ დიდი სიყვარულით, სითბოთი და პატივისცემით. დიდი მადლობა, გილოცავთ კიდევ ერთხელ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


რეაბილიტაციის შედეგად, ოზურგეთის თეატრი ულტრათანამედროვე ხმის და განათების სისტემებით აღიჭურვა. მასში განთავსებულია ორი სრულფასოვანი სცენა, რადიო სტუდია რადიო სპექტაკლების ჩასაწერად; შენობა მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს, მასში ფუნქციონირებს მსახიობთათვის საგრიმიორო, სარეკვიზიტორო, სადურგლო საამქროები, აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. თეატრში არის სხვადასხვა სარეპეტიციო სივრცე, ხმის ჩამწერი სტუდია, ოთახები მუზეუმისთვის, სამხატვრო სადეკორაციო - სახელოსნოსთვის, მცირე დარბაზი - ექსპერიმენტული სცენა, რომელსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლია; შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
თეატრს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ახლად რეაბილიტირებულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენას - ,,მონატრება- ნუ გააღვიძებ" დაესწრო, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა