logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
თეა წულუკიანმა უნგრეთის ელჩთან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
თეა წულუკიანმა უნგრეთის ელჩთან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
10:30 27.04.2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილე კახა სიხარულიძემ საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან შეხვედრა გამართეს.



შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

თეა წულუკიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში კულტურის მიმართულებით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტრო მომავალშიც აქტიურად ითანამშრობლებს უნგრეთის საელჩოსთან.



შეხვედრაზე განიხილეს უნგრელი ფერმწერის და გრაფიკოსის, მიხაი ზიჩის კულტურული მარშრუტის შექმნის შესაძლებლობა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა, რომელზეც განხილული იქნება მიხაი ზიჩის მარშრუტის შექმნის საკითხი. ასევე ელჩის მხრიდან გამოითქვა უნგრეთისა და საქართველოს მიერ მიხაი ზიჩის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფილმის კოპროდუქციის წინადადება. ვიქტორია ჰორვატმა აღნიშნა, რომ უნგრეთის სახელმწიფო ფილმის თანადაფინანსების მზაობას გამოხატავს, რის საპასუხოდაც მინისტრი დაპირდა ელჩს, რომ მოცემულ საკითხზე ქართული მხარის პოზიციას მოგვიანებით შეატყობინებს.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე სპორტს. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მასობრივი სპორტის დანერგვაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რის საპასუხოდაც ვიქტორია ხორვატმა მინისტრს უნგრეთში მასობრივი სპორტის დანერგვისა და განვითარების ხელშემწყობის ღონისძიებების შესახებ გაუზიარა გამოცდილება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა