logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკის პარტნიორობით თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოიბარა
საქართველოს ბანკის პარტნიორობით თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოიბარა
12:34 24.04.2021
საქართველოს ბანკი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს თბილისმა ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოიბარა. ოფიციალური ღონისძიება თბილისის მერიისა და იუნესკოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „აბრეშუმის ქარხანაში“ ოფიციალურად გუშინ გაიხსნა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კოსტიუმირებული პერფორმანსი - „ათი ცოცხალი სურათი ქართული ლიტერატურიდან“, რომელიც აერთიანებს ქართული მწერლობის ისტორიის ათ სცენას ადრექრისტიანული ხანიდან მეოცე საუკუნემდე. გახსნის მეორე ნაწილი კი თანამედროვე ავტორებს დაეთმო. წარმოდგენილი იყო ერთგვარი ფოტო-აუდიოპროექტი ცამეტი ქართველი ავტორის მონაწილეობით. ღონისძიების სტუმრებმა გურამ დოჩანაშვილის შესახებ მოკლე ჩანახატიც იხილეს.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის გადმობარებასთან დაკავშირებით მთელი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის, საერთაშორისო ბაზრობები და ფესტივალები, საერთაშორისო კონფერენცია, რაც იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ქართველი მწერლებისთვისა და გამომცემლებისთვის, დაამყარონ ახალი კონტაქტები, ასევე უცხოელებისთვის, რათა უკეთ გაიცნონ ქართული კულტურა და ქვეყანა.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში კითხვის წახალისებასა თუ განათლების ამაღლებას. ჩვენ საქართველოს ბანკი ვართ, ჩვენთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა წვლილი შევიტანოთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მიღწევებში, ისეთში როგორიცაა იუნესკოს მიერ თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელება. ეს ღირშესანიშნავი სტატუსია მთელი ქვეყნისთვის, საქართველოს კულტურის საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ზრდისთვის. ამასთან, ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ეს ღონისძიება ძალიან ბევრ სტუმარს იზიდავს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პირველი დედაქალაქი მადრიდი იყო, შარშან კი წიგნის დედაქალაქი კუალალუმპური გახდა, რომელმაც, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, პროექტი წარმატებით განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის გადმობარების საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მენეჯერი, იუნესკოს კეთილი ნების ელჩი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის გენერალური მდივანი, ამავე ასოციაციის პრეზიდენტი, 2020 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მასპინძელი ქალაქის, კუალალუმპურის მერის მოადგილე; პროექტის დირექტორი, გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენის დირექტორი, ათენის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის კოორდინატორი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, პარტნიორი ორგანიზაციების, გამომცემლობების წარმომადგენლები და მწერლები.

იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა