დღეს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1983 წლიდან
აღინიშნება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, 2020 წელს შეუფერხებლად წარმართა არქიტექტურული ძეგლების საპროექტო დოკუმენტაციების მომზადების, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების, ინფრასტრუქტურული მოწყობის პროცესები.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა 6 ახალი პროექტი. მათ შორის, ეროვნული მნიშვნელობის პეტრას ციხისა და გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსის ინფრასტრუქტურული მოწყობის პროექტები.
2020 წელს ფონდ „ქართუს“-თან არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის, სააგენტოსა და ქ.ბათუმის მერიის დაფინანსებით განხორციელდა 11 პროექტი.
2020 წელს სააგენტოს მიერ მომზადდა 4 საპროექტო დოკუმენტაცია და შესყიდულ იქნა 7. 2020 წელს 5 ობიექტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი; 3 ობიექტს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი; 2020 წელს დაფინანსდა
არქეოლოგიური ექსპედიციები; 2021 წელს გრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1 200 000 ლარი;