პარმანეტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იტალიის ელჩს ენრიკო
ვალვოს შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და განსახირციელებელ კულტურულ პროგრამებთან დაკავშირებით.
„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და იტალიის კულტურული ურთიერთობის გასაძლიერებლად სამომავლო შესაძლებლობები და გეგმები. ვფიქრობ, რომ იყო ძალიან პროდუქტიული, მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა. იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო მიესალმება კულტურის კომიტეტის შექმნას საქართველოს პარლამენტში და აქვს დიდი იმედი, რომ მომავალში საინტერესო კულტურული პროგრამები იქნება განხორციელებული", - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ.