ჩერქეზული კულტურის ცენტრში დღეს ამავე ცენტრის ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" ცენტრის პრესსამსახურმა აცნობა.
პრესსამსახურის ცნობით, ვებ-გვერდის მიზანი ჩერქეზული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და საქართველოს შესახებ ჩრდილოკავკასიელ ხალხთა ინფორმირებაა.
ვებ-გვერდზე ასევე ფორუმი იფუნქციონირებს.
ვებ-გვერდის პრეზენტაციას მეცნიერ-კავკასიოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

















