logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ-ში „ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“ - I ტომის პრეზენტაცია გაიმართა
თსუ-ში „ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“ - I ტომის პრეზენტაცია გაიმართა
12:09 10.02.2021
საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენის - ევროპის მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის ასი წლისთავს ეძღვნება წიგნის „ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“ პირველი ტომი, რომლის პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ოთხენოვანი (ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ენებზე) წიგნის პირველი ტომი უნივერსიტეტისის დაარსებიდან 103-ე წლისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამოიცა.

პუბლიკაციას, რომელიც თსუ ბიბლიოთეკამ მოამზადა, საფუძვლად დაედო მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის 1920 წლისათდღიანი ვიზიტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ევროპელი სოციალისტების ჩამოსვლა. დელეგაცია იმ დროისთვის საკმაოდ მძიმეწონიანი პოლიტიკოსებისგან შედგებოდა. წიგნის შედგენისას გამოყენებულია პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის არქივის მასალები, რომელიც ორიოდე წლის წინ საჩუქრად გადმოეცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. „საინტერესოა, როგორი თვალით დაინახეს ევროპელმა დელეგატებმა ახალგაზრდა დემოკრატია საქართველოში, პირველი დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში და სხვადასხვა სფეროში გატარებული რეფორმები. დელეგაციამ მთელი საქართველო მოიარა. ამ წიგნით მკითხველი პასუხს გასცემს მთავარ კითხვას - არის თუ არა საქართველო ევროპის ნაწილი. საქართველო ევროპის სამაგალითო ნაწილია,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„ებერტის ფონდისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მეორე პროექტი განხორციელდა. მოხარული ვართ, რომ ახალგაზრდები ინტერესით იკვლევენ პირველი რესპუბლიკის პერიოდს, ურთიერთობას ევროპელ კოლეგებთან, რეფორმებს. ეს პერიოდი იმსახურებს სრულყოფილ შესწავლას. ვფიქრობ, კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტი გახდება ცნობილი,“- აღნიშნა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ია თიკანაძემ.

ოთხენოვანი წიგნი ორი ტომისაგან შედგება. წიგნის პირველი ტომი ევროპელი დელეგატების საქართველოში მოგზაურობას ეხება, აქცენტი ადგილობრივი პერიოდული პრესით გაშუქებულ ინფორმაციაზე კეთდება. გამოცემას ერთვის დიმიტრი შველიძის, სტივენ ჯონსის და ტიერი ბერიშვილის სტატიები, ასევე, ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა.

„ევროპელი სოციალისტები გულშემატკივრობდნენ ჩვენს ქვეყანას, რადგან აქ შეიქმნა პირველი სოციალისტური რესპუბლიკა. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლების ინტერესში იყო ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა, რათა მათ საქართველოს დამოუკიდებლობა ეცნოთ.

დელეგაციის წევრებმა საკუთარი თვალით ნახეს ის წინსვლა, ის წარმატებები, რასაც სოციალ-დემოკრატებმა საქართველოში დროის მოკლე მონაკვეთში მიაღწიეს,“- აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გამოცემის მთავარმა რედაქტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა.
თსუ პროფესორის დიმიტრი შველიძის თქმით, „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის შესწავლა მთელი 70 წლის განმავლობაში არ მიმდინარეობდა. ბევრი ისტორიული მოვლენის კვლევა დღეს მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა იყო ევროპელი სოციალისტების ჩამოსვლა. საქართველოში ჩამოვიდნენ მეორე ინტერნაციონალის ყველაზე დიდი ავტორიტეტები. მათ მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს შესახებ მთელ ევროპას. ევროპაში მოეწყო მიტინგები, დემონსტრაციები, გამოსვლები, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს აღიარებას. ამის შედეგი იყო ის, რომ 1921 წლის დასაწყისში ევროპის ქვეყნებმა ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა.“

ევროპელი სოციალისტების ვიზიტის ამსახველი ოთხენოვანი წიგნი თსუ-სა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობას შორის 2020 წლის 20 ივლისს დადებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც ხელი უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ფონდის დირექტორმა ია თიკანაძემ მოაწერეს. წიგნის შემდგენლები არიან სალომე ჭანტურიძე, ქეთევან ქუსიკაშვილი და ზურაბ გაიპარაშვილი,
წიგნის პირველი ტომი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობისა და ეროვნული არქივის ფინანსური დახმარებით გამოიცა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა