logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ-ში სვიმონ კლდიაშვილის ალბომის პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა
თსუ-ში სვიმონ კლდიაშვილის ალბომის პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა
12:59 06.02.2021
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წლისადმი მიძღვნილი კვირეული უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ხუროთმოძღვრის სვიმონ კლდიაშვილის ალბომის პრეზენტაციით და გამოფენით გახსნა.

ალბომში, რომელიც სვიმონ კლდიაშვილის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიბეჭდა, ხუროთმოძღვრის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები, არქიტექტურული მემკვიდრეობა (ნახაზები, განხორციელებული პროექტების ძველი და ახალი ფოტომასალა), ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად 1902-1910 წლების სამეცნიერო ექსპედიციების ამსახველი დოკუმენტებია (კროკები, ანაზომები, ძველი და ახალი ფოტოები) შესული. ალბომის ავტორები არიან თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, მკვლევრები სალომე ჭანტურიძე და მარიამ გურგენიძე.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ უნივერსიტეტის 103-ე წლისთავთან დაკავშირებული კვირეული მისი ხუროთმოძღვრის ალბომის პრეზენტაციით დაიწყო კვირეულის ფარგლებში კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. „სვიმონ კლდიაშვილი, შეიძლება ითქვას, პირველი ქართველი პროფესიონალი არქიტექტორი იყო და მის მიერ დატოვებული არაერთი ძეგლი დღემდე საამაყოა თბილისში და ყველა სხვა ქალაქში, სადაც ის მოღვაწეობდა. სასიხარულოა, რომ მისი დაბადებიდან 155 წლისთავზე უნივერსიტეტმა პარტნიორებთან ერთად შეძლო და ძალიან კარგი ალბომი გამოაქვეყნა, რომელიც ყველა თაობის მკითხველისთვის საინტერესო იქნება,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ალბომი „სვიმონ კლდიაშვილი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირობებში, ბევრი სირთულის მიუხედავად, ეს პროექტი განხორციელდა. „სვიმონ კლდიაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის და ბევრი სხვა შენობის პროექტირებით თავისი დიდი კვალი დატოვა ჩვენს ქალაქში. სასიხარულოა, რომ ეს ალბომი გამოიცა და ყველას ექნება შესაძლებლობა, ნახოს რამდენად მასშტაბურია მისი კვალი დედაქალაქში,“ - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

როგორც ალბომის „სვიმონ კლდიაშვილი“ ერთ-ერთმა ავტორმა, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა აღნიშნა, გამოცემა მონოგრაფიული ხასიათისაა და მკითხველს დიდი საზოგადო მოღვაწისა და არქიტექტორის შესახებ თვალსაჩინო წარმოდგენას უქმნის. „ალბომში დაბეჭდილია თითქმის ყველა ის ნამუშევარი, რომელიც შემორჩა არქივებში, ხელნაწერთა ცენტრში, ეროვნულ მუზეუმში და რომლის ავტორი არის სვიმონ კლდიაშვილი, ცნობილი არქიტექტორი, საზოგადო მოღვაწე,“ - განაცხადა ზურაბ გაიპარაშვილმა.

უნივერსიტეტში სვიმონ კლდიაშვილის მიერ ერთი საუკუნის წინთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის საჩუქრად გადაცემული წიგნები და ასევე, ფოტომასალა გამოიფინა, რომელიც ხუროთმოძღვრის არქიტექტურულ ნამუშევრებს ასახავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა