logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის ლეგენდა 2020-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის ლეგენდა 2020-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
14:50 30.12.2020
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გოდერძი გორგილაძე გახდა. მას უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო 1000 ლარი, კონკურსის პრიზი და სილქნეტის სპეციალური საჩუქარი გადაეცა.

გამარჯვებული 2021 წლის კონკურსის ლიტერატურული ჟიურის წევრი გახდება. 26 დეკემბერსონლაინ დაჯილდოებაზე ასევე გამოვლინდნენ კონკურსის მეორე და მესამე ადგილის მფლობელები - დავით კილაძე და ანი კილაძე, რომლებიც შესაბამისად 700 და 500 ლარის ოდენობის ჯილდოთი და პრიზებით დასაჩუქრდნენ.

“ძალიან გახარებული ვარ. მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩემთვის. მადლობა ყველას. არ მეგონა თუ 2020 წელი ასე, ბედნიერად დასრულდებოდა ჩემთვის“,-განაცხადა გოდერძი გორგილაძემ.

წელს ლეგენდის დაჯილდოება იმპროვიზაციული ტურის მსგავსად უჩვეულოდ - ონლაინ პლატფორმის გამოყენებით და გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა, თუმცა საზეიმო განწყობა და მოულოდნელი გამარჯვებით გამოწვეული სიხარული მაინც შენარჩუნდა.ჟიურის წევრებმა კონკურსის 10 ფინალისტიდან საუკეთესო სამი ავტორი დაასახელეს, კონკურსის ფინალური ნაშრომებისგან შემდგარი კრებული კი საჩუქრად ყველა მონაწილეს გადაეცა.

როგორც გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა,“წლევანდელი შემოდგომის ლეგენდა მართლაც არაჩვეულებრივ რეჟიმში წარიმართა. დისტანციურად მოგვიწია ჩატარება. თუმცა, ძალიან დიდი იყო ინტერესი, რამდენიმე ასეული სტუდენტი ჩაერთო ამ პროცესში. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვატარებთ შემოდგომის ლეგენდას უკვე მეთორმეტე წელიწადია და წელს იყო ყველაზე მეტი მონაწილე. 10 ფინალისტი შეირჩა და მათი ნაწარმოებები დაბეჭდიი არის უკვე და გამოცემულია. და ეს არის პირველი ნაბიჯები მათი შემოქმედებითი კარიერის მიმართულებით”

დაარსების დღიდან ლიტერატურული კონკურსის იმპროვიზაციული ტური ყოველწლიურად კახეთში იმართება, თუმცა პანდემიის გავლენით და ქვეყანაში შექმნი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ლეგენდა წელს უნივერსიტეტის ეზოში ჩატარდა. წერის მარათონი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით, სოციალური დისტანციისა და დაცვის საშუალებების გამოყენებით გაიმართა. იმპროვიზაციული ტურში მონაწილეობა პირველი ტურის შედეგადგამოვლენილმა 10-მა ფინალისტმა მიიღო. მათლიტერატურული ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე, 12 საათის განმავლობაში, ახალ ნაშრომები შექმნეს.

„სილქნეტის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელისლიკა მეტრეველის განცხადებით, დისტანციურ რეჟიმის მიუხედავად, ლეგენდა ჩვეულ რეჟმში ატარდა, და მასში ბევრი საინტერესო მონაწილე იყო წარმოდგენილი. მისივე სიტყვებით,„წლევანდელი შემოდგომის ლეგენდა შედგა ისევე წარმატებულად, როგორც წინა წლების, გავართვით თავი ამ გამოწვევას და წარმატებით ჩავატარეთ ეს პროექტი. ჩვენ უკვე გვყავს გამარჯვებულები და გამოიცა ბროშურა 10 ფინალისტის მიერ დაწრეილი ნაწარმოებების“.

წელს სიახლე იყო ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობაშიც, მწერალთა ტრადიციულ სამეულს - დათო ტურაშვილს, თეონა დოლენჯაშვილს და მაკა ლდოკონენს ორი ახალი წევრი - ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია შეემატნენ, ჟიურის წევრი იყო შარშანდელი გამარჯვებული ცოტნე ავსაჯანიშვილი, ხოლო მსოფლიოში დისტანციური რეჟიმის გააქტიურებამ, შესაძლებელი გახდა ჟიურის შემადგენლობაში ყოფილიყო ამერიკაში მცხოვრები ქართველი მწერალი დავით ქართველიშვილი.

ჟიურის მუდმივი წევრის, მწერალ მაკა ლდოკონენის შეფასებით,შემოდგომის ლეგენდამ, თანამედროვე გამოწვევებსაც გაუძლო და დროს უპასუხა. „ძალიან კარგი თაობა იყო წელს წარმოდგენილი და თითოეული მოთხრობა იმსახურებდა პლიუს ქულას და ბევრ პლიუს ქულას. მადლობა მინდა ამისთვის გადავუხადო მონაწილეებს, იმ სტუდენტებს, რომლებმაც ეს გამოწვევა მიიღეს წლევანდელი, მიუხედავად ამ განსხვავებული პირობებისა და შექმნეს საინტერესო ნაწარმოებები ორიგინალური სათაურებით, სიუჟეტებით”,-აღნიშნა მაკა ლდოკონენმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტი 2009 წლიდან ხორციელდება და ის განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა)სტუდენტებს შეუძლიათ. 2020 წელს კონკურსი კიდევ უფრო გაფართოვდა და მასში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა