logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუ-ში „პირველი სხივის“ აღდგენილი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
თსუ-ში „პირველი სხივის“ აღდგენილი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
13:30 29.12.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული ალმანახის „პირველი სხივი“ განახლებული პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
„პირველი სხივი“ უნივერსიტეტის ტრადიციული ჟურნალია, რომელიც წლების განმავლობაში ახალგაზრდა შემოქმედთა წახალისებას და მათი ნაწერების მკითხველისთვის წარდგენას ემსახურებოდა. პირველი ნომერი უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის ნიკო კეცხოველის თაოსნობით 1950 წელს გამოიცა. „პირველი სხივის“ ნომრებში შედგა ნოდარ დუმბაძის, რეზო ინანიშვილის, არჩილ სულაკაურის, თამაზ ჩხენკელის, მუხრან მაჭავარიანის, რევაზ ჯაფარიძის, თამაზ და ოთარ ჭილაძეების, ვახტანგ ჯავახაძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილის, ვახუშტი კოტეტიშვილის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ტარიელ ჭანტურიას, ლია სტურუას, რეზო ჭეიშვილის და ქართული მწერლობისა თუ მეცნიერების სხვა წარმომადგენელთა ლიტერატურული დებიუტი.

თექვსმეტწლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილ ალმანახში სხვადახვა თაობის 50-მდე ავტორია წარმოდგენილი.ალმანახის აღდგენის ინიციატორი თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძეა. რედაქტორად ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე დაინიშნა. როგორც მან აღნიშნა, ახალ ნომერში ერთად მოიყარეს თავი როგორც ახალგზრდა შემოქმედებმა, ასევე უკვე ცნობილმა პირველსხიველებმა, რომლებიც პირველად სწორედ ამ ჟურნალში გაიცნო მკითხველმა. „პირველი ნომერი, ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა, ობიექტურადაც, იმიტომ, რომ ძალიან მრავალფეროვანია. აქ არის არა მხოლოდ ერთი თაობა, ადრე იყო ეს მხოლოდ ახალგაზრდების ჟურნალი, ახლა რადგანაც პირველი სხივი უკვე თვითონ მოიცავს მწერლების თაობებს, პირველსხიველია 80 წლის მწერალიც, რომელიც აქ დაიბეჭდა და ცხადია, თუ მოგვაწვდის მასალას, ჩვენ სიხარულით გავუღებთ კარს და პირველსხიველი იქნება ის ახალგაზრდაც, რომელიც დღეს გამოვა ასპარეზზე. მაგალითად, ამ ნომერშიც რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა არის“-განაცხადა გიორი ლობჟანიძემ.
ჟურნალში გარდა ორიგინალური პროზისა და პოეზიისა, დაბეჭდილია თარგმანები სხვადასხვა ენიდან; ცალკე რუბრიკა ეძღვნება დრამატურგიას, ლიტერატურათმცოდნეობასა და კრიტიკას. გარდა ამისა, რუბრიკაში „მასტერკლასი“ ახალგაზდა მწერლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ, როგორც უცხოელი, ისე თანამედროვე ქართველი ავტორების შეხედულებებს წერის ხელოვნებაზე, ეზიარონ მათ გამოცდილებას ამ საქმეში. ცალკე რუბრიკა იქნება „ჩვენი ერთი პუბლიკაციის“ გამო, რომელიც დროდადრო ჟურნალში ადრე დაბეჭდილ, გამორჩეულ მასალებსა და მათ თავგადასავალს შესთავაზებს მკითხველს.

“ძალიან კარგი კრებული გამოვიდა; აღდგენილი პირველი ნომრის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც დამწყებმა, ასევე სახელოვანმა მწერლებმა, პოეტებმა, კრიტიკოსებმა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია თსუ -ის სივრცეში აღდგა და დარწმუნებული ვარ, ფართო აუდიტორიის მიერ იქნება დაფასებული. ბევრი სიახლე არის შემოთავაზებული და, რაც ყველაზე მთავარია, ის ადგილი გაჩნდა, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ მოსინჯონ ძალები და ჩამოყალიბდნენ, როგორც მომავალი პროფესიონალები”,-აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

აღდგენილი ალმანახი, ამჯერად, მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით არ შემოიფარგლება, მასში საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ახალგაზრდა პოეტებს, პროზაიკოსებს, ლიტერატურათმცოდნეებსაც შეეძლებათ. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ალმანახის ფურცლებიდან გააცნონ მკითხველს საკუთარი შემოქმედება. ამასთან, თაობათა შორის კავშირის არსებობის ნიშნად, აღდგენილ ალმანახში უკვე ცნობილი პირველსხიველები დაბეჭდავენ ახალ ნაწარმოებებს.

„პირველი სხივი“ ამიერიდან წელიწადში ორჯერ დაიბეჭდება.

პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საქმიანობისთვის „პირველ სხივს“ განსაკუთრებული როლი აქვს. „დღეს ჩემთვის არის დღე - დაბრუნება წარსულთან. „პირველი სხივი“ არის ის ჟურნალი, საიდანაც დაიწყო ჩემი ლექსების ბეჭდვაც და გზაც ჩემი ქართულ პოეზიაში, თუმცა ეს ხმამაღალი განაცხადია, ქართული პოეზია, მაგრამ მაინც შემადგენელი ნაწილი ხომ ხარ ამ უზარმაზარი პოეზიისა.“-განაცხადა ტარიელ ხარხელაურმა.

უნივერსიტეტის ლიტერატურული წრე პირველად 1947 წლის სექტემბერში შეიკრიბა. უნივერსიტეტში ლიტერატურულ წრეს დოცენტი ბესო ჟღენტი ხელმძღვანელობდა. წრეს ბევრი ახალი წევრი შეემატა, ბევრი საყურადღებო ლიტერატურული მასალა დაგროვდა; შესაძლებელი გახდა ალმანახის დაარსება, რისი ინიციატივა უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, აკადემიკოს ნიკო კეცხოველს ეკუთვნოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა