თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე, ხვალ ქართული პროგრამის ფარგლებში, 7 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.
როგორც თეატრალური ფესტივალის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე შალვა დადიანის „გუშინდელნი???“ გაიმართება. წარმოდგენა 12:00 საათზე დაიწყება. სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, ხანგრძლივობა კი, 120 წუთი.
მეორე სპექტაკლი დავით კლდიაშვილის „აზნაურები?!“ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის სცენაზე 15:00 საათზე დაიწყება. მისი რეჟისორი გოჩა კაპანაძეა. წარმოდგენა 75 წუთი გაგრძელდება.
ნილ საიმონის „სექტემბრის თოვლი“ რუსთველის სახელობის სახელმწიფო თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე 18:00 საათზეა დაგეგმილი - რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი. წარმოდგენა 110 წუთიანია.
ხვალვე, ლაშა ბუღაძის „ნაფტალინს“ სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში წარმოადგენენ. სპექტაკლი 18:00 საათზე დაიწყება და 75 წუთი გაგრძელდება. მისი რეჟისორი შოთა ბაბილოძეა.
19:00 საათზე დაიწყება თავისუფალი თეატრის სცენაზე ენტონი ბერჯერსის რომანის მიხედვით დადგმული „მექანიკური ფორთოხალი“, რომლის რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილია. წარმოდგენა 135 წუთიანი იქნება.
სამეფო უბნის თეატრი ფესტივალის ფარგლებში ხვალ, 20:00 საათზე სლავომირ მროჟეკი „სტრიპტიზს“ წარმოადგენს, რომლის რეჟისორი ნიკა თავაძეა, სპექტაკლის ხანგრძლივობა - 60 წუთი.
ხვალინდელი პროგრამის ბოლო სპექტაკლი სარა რულის „სუფთა სახლია“, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძეა, ხანგრძლივობა კი, 80 წუთი.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 14 სექტემბერს გაიხსნა და 30 სექტემბერს დაიხურება.

















