კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში დღეს ანა კალატოზიშვილისა და ზაზა ჯაფარიძის წიგნის - „მიხეილ კალატოზოვი“
პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრეს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, წიგნი რეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.
წიგნის შექმნის იდეა რეჟისორის შთამომავალს, ასევე, მიხეილ კალატოზიშვილს ეკუთვნის, რომელმაც თავის სიცოცხლეში წიგნის გამოცემა ვერ მოასწრო.
წიგნში დეტალურადაა ასახული მიხეილ კალატოზოვის შემოქმედების გზა, თავმოყრილია ბიოგრაფიული წერილები და რეჟისორის ფილმების შესახებ კრიტიკოსთა შეფასებები. ასევე, დეტალურადაა განხილული თოთოეულ ფილმზე მუშაობის პროცესი.
წიგნი შემოქმედებითი პროცესის ამსახველი ფოტომასალებითაა ილუსტრირებული და რეჟისორის შემოქმედებასა და ცხოვრებას სრულად წარმოაჩენს.
წიგნი „მიხეილ კალატოზოვი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით გამოიცა.

















