logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
“ქართული ოცნების” ლიდერებმა ფონდი „ქართუს“ მიერ სრულად რესტავრირებული სენაკის დრამატული თეატრი დაათვალიერეს
“ქართული ოცნების” ლიდერებმა ფონდი „ქართუს“ მიერ სრულად რესტავრირებული სენაკის დრამატული თეატრი დაათვალიერეს
18:11 18.10.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერეს, რომელსაც სრული სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

“ქართული ოცნების” ლიდერები თეატრში ჩატარებული სამუშაოებით დაინტერესდნენ. როგორც თეატრის დირექტორმა, მამუკა ბარქაიამ აღნიშნა, რეაბილიტაციის პროექტი 2016-დან 2020 წლამდე მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც შენობის სრული აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში გამოიცვალა სახურავი, ჩატარდა ფუნდამენტისა და თეატრის ყველა სართულის კედლის კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები. სრულად განახლდა შენობის გარე ფასადი და მოხდა შიდა ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. რესტავრირება ჩაუტარდა და აღდგა დიდი დარბაზის და შესასვლელი ფოიეების კედლის უნიკალური მხატვრობა, განახლდა თეატრის მოზაიკური იატაკი, აივნები, მოაჯირები. სრულად განახლდა სასცენო ინვენტარი, ტექნიკური მოწყობილობები, გახმოვანების და განათების აპარატურა და სხვ.

პროექტი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა, რომლის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა.

აღსანიშნავია, რომ 2002-2020 წლებში ბიძინა ივანიშვილი მთელი საქართველოს მასშტაბით აფინანსებს თეატრების აღდგენასა და რესტავრაციას. ბოლო წლების განმავლობაში მის ფონდს 13 თეატრის სარესტავრაციო და ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაოები აქვს დაფინანსებული, კერძოდ, დაფინანსდა რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, დუმბაძის, გრიბოედოვის, გაბრიაძის, თავისუფალი თეატრის, თბილისის სომხური თეატრის, ოპერის და ბალეტის თეატრის, ბათუმის, სენაკის, ოზურგეთის, ზუგდიდის თეატრების სარესტავრაციო სამუშაოები.

გარდა ამისა, ფონდი 2000 წლიდან ახორციელებს თეატრების თანამშრომელთა ყოველთვიური საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამას. სარესტავრაციო და ყოველთვიური დაფინანსების პროგრამებზე, ჯამში, ფონდს 200 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა