საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში, 8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ამერიკის კინოაკადემიის
2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია გამოავლენს. კვალიფიციური ფილმების ნახვის შემდეგ, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს.
სპეციალური კომისიის შემადგენლობაში არიან:
-ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი
-ოთარ ბუბაშვილი
-გოგი გვახარია
-ლაშა ბაქრაძე
-ნანა დოლიძე
-რამაზ ხოტივარი
-ალეკო ცაბაძე
-გიორგი შველიძე
-სალომე დემურია
-ია შუღლიაშვილი
-მაკო ჭილაშვილი
-ანა ჭყონია
-მარიამ ხაჭვანი
-ვაკო კირკიტაძე
-ლაშა ცქვიტინიძე
ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა, ეროვნულმა კინოცენტრმა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.
ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს, ოსკარზე, საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:
1. “დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი;
2. “უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია;
3. “ურსუსი” – რეჟისორი ოთარ შამათავა.
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი 17:00 საათზე გამოცხადდება, მანამდე კი ღონისძიება მედიისთვის დახურული იქნება.

















