საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა „პოლიტიკური პლაკატი - საქართველოს არჩევნების ისტორია“ გაიხსნა.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის თქმით, გამოფენა 1989-2010 წლამდე პერიოდში ჩატარებულ საპრეზიდენტო, საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებს მოიცავს.
ყველაზე ძველი საარჩევნო პლაკატი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ ეკუთვნის.
გამოფენის დათვალიერებას ყველა მსურველი 29 სექტემბრამდე შეძლებს.
ამასთან, 17, 18, 23 და 24 სექტემბრებს ეროვნული ბიბლიოთეკა დისკუსიებს უმასპინძლებს, რომელიც საარჩევნო პლაკატების ისტორიას, განვითარების ეტაპებს და ტენდენციებს მიეძღვნება.
მომავალში ეროვნული ბიბილიოთეკა საბჭოთა პერიოდის პლაკატების გამოფენასაც გეგმავს.

















