logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილე მიულოცა
მიხეილ ჩხენკელმა ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილე მიულოცა
11:48 29.09.2020
ხელოვნების სასახლეში მომღერლისა და ლოტბარის, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო საღამოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ფონდ „ქართული გალობის“ ხელმძღვანელი ვანო ჩხარტიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილე მიულოცა, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.

,,მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მივულოცო ქართული ტრადიციული კულტურის, ქართული სიმღერისა და ცეკვის წინაშე ფასდაუდებელი ღვაწლის მქონე ადამიანს, დიდ ლოტბარს, ბატონ ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილე. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ბატონი ჯემალ ჭკუასელი უკვე სამ ათწლეულზე მეტი ხანია უძველესი ისტორიისა და დიდი ტრადიციის მქონე ანსამბლ „ერისიონს“ წარმატებით ხელმძღვანელობს. მინდა, ერთი სასიხარულო ამბავი გამცნოთ: სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის ცენტრის მიერ 2021 წელს, ქალაქ ოზურგეთში დაფუძნდება ბატონ ჯემალ ჭკუასელის სახელობის ყოველწლიური მუსიკალური კონკურსი - ფესტივალი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საოჯახო ანსამბლები საქართველოს ყველა კუთხიდან. კონკურსი-ფესტივალის გამარჯვებულს ჟიურის მიერ მიენიჭება ლაურეატის წოდება.
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგება ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებმაც ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში და საზოგადოების სულიერ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ჯემალ ჭკუასელის იუბილეს ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა: ხელოვნების სასახლის უკვდავთა თაღში ჯემალ ჭკუასელის ხელის ანაბეჭდები გაიხსნა, ასევე გაიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ჯემალ ჭკუასელის შემოქმედების ამსახველი წიგნის პრეზენტაცია.

სპეციალურად ამ დღისთვის ფოლკლორის ცენტრმა მოიძია და წარმოადგინა ლოტბარის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ქართული სიმღერების აუდიო და ვიდეო მასალები. საიუბილეო საღამოზე ანსამბლებმა „ერისიონი“ და „რუსთავი“ რამდენიმე სიმღერა და ცეკვა შეასრულეს.

უძველესი ისტორიისა და დიდი ტრადიციის მქონე სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლს „ერისიონი“ წელს 135 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში ერთი თვის განმავლობაში გამოიფინება მერაბ ბერძენიშვილის მიერ ანსამბლისთვის შექმნილი სასცენო კოსტუმები და წარმოდგენილი იქნება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „ერისიონის“ გასტროლების ამსახველი აფიშები, ასევე „ოქროს დისკი“, რომელიც ანსამბლს 2002 წელს პარიზში გადაეცა.

ჯემალ ჭკუასელის საიუბილეო საღამო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნების სასახლის ორგანიზებით ჩატარდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა