საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ხვალ, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის
ვერა ფაღავას ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ვერა ფაღავას ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის საქართველოში პირველად გამოიფინება.
ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის 35 ფერწერული ტილო, 28 ჩანახატი და აკვარელი.
გამოფენის ორგანიზატორები არიან - ვერა ფაღავას სახელობის ასოციაცია და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეა.
გამოფენა 2012 წლის 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

















