logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აქ და ახლა ლიტერატურული პრემია „საბას“ 2020 წლის ფინალისტები ცნობილია!
აქ და ახლა ლიტერატურული პრემია „საბას“ 2020 წლის ფინალისტები ცნობილია!
11:39 11.09.2020
წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი მეთვრამეტედ გამოაცხადა. წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, ოქტომბერში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

2020 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:

1. საუკეთესო რომანი
2. საუკეთესო პოეტური კრებული
3. საუკეთესო პროზაული კრებული
4. საუკეთესო პიესა
5. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
6. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
9. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ 4000-ზე წიგნი განიხილა, 162 პრემია გასცა და 128 ავტორი დააჯილდოვა (მათგან 17 ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ).
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2020 წლის ფინალისტები:


წლის საუკეთესო რომანი:
1. ბესო სოლომანაშვილი, “ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა” (სულაკაურის გამომცემლობა)
2. ანა კორძაია-სამადაშვილი, “ზინკა ადამიანი” (სულაკაურის გამომცემლობა)
3. ლაშა ბუღაძე, “აუდიტორია” (სულაკაურის გამომცემლობა)
4. აკა მორჩილაძე, “ფარშავანგი” (სულაკაურის გამომცემლობა)
5. ალეკო შუღლაძე, “ქრონიკული დაღლილობის სურნელი” (პალიტრა L)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
1. მამუკა დოლიძე, “გასეირნება დროთა სივრცეში” (ინტელექტი)
2. ვახტანგ კომახიძე, “გაქცევის ტყვეობა” (საარი)
3. ლექსო პაიკიძე, “გიდი” (ბენდესი)
4. ეკა ქევანიშვილი, “არაფერი დედაჩემის შესახებ” (წიგნები ბათუმში)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
1. კატო ჯავახიშვილი, “დედაჩემმა მითხრა, რომ” (ინტელექტი)
2. შოთა იათაშვილი, “XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი” (ინტელექტი)
3. ბესიკ ხარანაული, “დიდი სმა” (ინტელექტი)
4. ტარიელ ჭანტურია, “სიყვარულის შავი ყუთი 3” (კალმოსანი)
5. ნატო ინგოროყვა, “სადგურებს შორის” (ინტელექტი)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
1. შორენა ლებანიძე, “თუ საჭიროა გათქმევინებთ” (არტანუჯი)
2. ნათია ფანჯიკიძე, “შიშო, გამოდი გარეთ” (არტანუჯი)
3. გიორგი მაისურაძე, “სხვა ენა” (ინდიგო)
4. გურამ წიბახაშვილი, “ზამთარი გადატანილია” (ინდიგო)
5. გელა ჩარკვიანი, “ნაგერალა 80” (ინტელექტი)
6. თემურ ტონია, “ვინილომაგია -ვინილომანია” (პალიტრა L)
7. კახა თოლორდავა, “გაუზავებლად“ (სულაკაურის გამომცემლობა)
8. სალომე აფხაზიშვილი, „სოციალური სიცილი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
1. მაია ცირამუა, „მშვიდობით, ძია გერშვინ!“ (წიგნები ბათუმში)
2. ელისო ფანცხავა, პოლ ოსტერის „4 3 2 1“ (წიგნები ბათუმში)
3. მართა ურუშაძე, „მეხამრიდი“ (ინტელექტი)
4. ნინი ელიაშვილი, „წერტილის შემდეგ“ (ინტელექტი)
5. მაკა ცხვედიანი, „გასტონის კრეპერია“ (ინტელექტი)
6. არჩილ ფირიაშვილი, „ფეხბურთის მოთამაშე“ (პალიტრა L)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
1. გურამ ლებანიძე, “რილკეს ელეგიები” (კავკასიური სახლი)
2. რამაზ ჭილაია, “პოეტიკური ჩანაწერები” (პალიტრა L)
3. ზაზა აბზიანიძე, “ქართულ ოლიმპზე და მის ირგვლივ” (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პიესა:
1. დავით ფირცხალავა, “დიდი შესვენება”, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი)
2. ალექს ჩიღვინაძე, “მარინა რევია”, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი)
3. მაკა კუკულავა, “მეორე ნახევარი”, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა