logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თიბისის მხარდაჭერით თბილისის საბავშვო ფესტივალი ჩატარდება
თიბისის მხარდაჭერით თბილისის საბავშვო ფესტივალი ჩატარდება
12:33 04.09.2020
თიბისის მხარდაჭერით, წელს უკვე მესამედ, თბილისში საბავშვო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას მუშტაიდის ბაღი 5 სექტემბერს, 12:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს. ფესტივალზე მისულ ბავშვებს და მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სპეციალურად მათთვის დაგეგმილ სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტივობაში.

საბავშვო ფესტივალის და თიბისის საერთო ღირებულებაა ახალ თაობაზე ზრუნვა და პატარების განვითარებისთვის შესაძლებლობების გაჩენა. სწორედ ამიტომ, თიბისის, როგორც ფესტივალის მეგობარს, წელსაც ტრადიციულად საკუთარი სივრცე ექნება, სადაც ღონისძიების სტუმრებს არაერთი სიურპირიზი და აქტივობა ელით.

თიბისის სივრცეში ბავშვებს მხიარული თავგადასავლების მუზეუმი დახვდებათ, რომელიც შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ნაკრებია ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის. პროექტზე თიბისის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში, სტუდია „ილუსტრატორმა იმუშავა და 5 შემოქმედებითი სავარჯიშო შექმნა, რომლებიც იმ თავგადასავლებს აღმოგაჩენინებენ, რომლებზეც ხშირად გსმენიათ, თუმცა ჯერ არ აგხდენიათ. ფესტივალზე თიბისის სივრცეში დაგეგმილია 4 შემოქმედებითი სესია, სადაც ბავშვები ნაკრებში შესული აქტივობების ადგილზე შესრულებას შეძლებენ.

თიბისის სივრცის გარდა საბავშვო ფესტივალის სტუმრებს მუშტაიდის ბაღში არაერთი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა ელით და ისინი 6 ზონაში იქნება განაწილებული: სპორტული ზონა მოიცავს სპორტულ სკოლებს, სპორტულ წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს; განათლების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან საკვირაო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; ჯანმრთელობის ზონა დაეთმობათ ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებლებს, ბავშვთა კლინიკებს, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ებს; გართობის ზონა მოიცავს გასართობ ცენტრებსა და ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს და კვების ობიექტებს; საბავშვო სტარტაპების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები; კულტურული ზონა კი მოიცავს კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას.

საბავშვო ფესტივალის სცენაზე გაიმართება ჯგუფის - „მარტივი გამოსავალი“ კონცერტიც.

ფესტივალში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაციაც მონაწილეობს. შესაბამისად, სტუმრებს საბავშვო ლიტერატურაზე განსაკუთრებული ფასდაკლება ელოდებათ. ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა