logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო
მიხეილ ჩხენკელი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო
13:15 02.09.2020
სენაკის მუნიციპალიტეტში რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო. ფესტივალი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით „მთვარის მოტაცება“ გაიხსნა, რომელიც ღია ცის ქვეშ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს გაიხსნა რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი. იგი უაღრესად საინტერესოა და ჩვენს რეგიონებში თეატრალური კულტურის დიდი ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას წარმოადგენს. ფესტივალის პირველი სპექტაკლი შესანიშნავად ითამაშა სოხუმის თეატრმა, რომელმაც უნიკალური მიდგომით, ძალიან საინტერესო ხედვით გააცოცხლა დიდი კონსტანტინე გამსახურდიას ბრწყინვალე რომანი „მთვარის მოტაცება“. მსურს მთელ საზოგადოებას მივულოცო ფესტივალის გახსნა და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, განსაკუთრებით მის სამხატვრო ხელმძღვანელსა და სულისჩამდგმელს, ქალბატონ ნინელი ჭანკვეტაძეს. ფესტივალი ჩვენი სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მსურს ყველა მონაწილეს დიდი წარმატება ვუსურვო. რაც შეეხება თეატრისმოყვარულებს, დარწმუნებული ვარ, რომ მათ წინ ძალიან საინტერესო სპექტაკლები და დიდი სიამოვნება ელით“.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა ფესტივალის დამფუძნებელს, სოხუმის თეატრის რეჟისორსა და დასს ფესტივალის გახსნა მიულოცა, წარმატება და პროფესიული წინსვლა უსურვა.

სპექტაკლის ინსცენირების ავტორი თამაზ გოდერძიშვილია. მასში გაცოცხლებულია სცენები კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან „მთვარის მოტაცება“. სპექტაკლი რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა, მხატვარი კი ანა ნინუაა. მოქმედი პირები და შემსრულებლები: ეკატერინე არჩაია, ბადრი ბეგალიშვილი, დავით ბერაძე, იზოლდა ბოკუჩავა, გიორგი გასვიანი, გიორგი გოგიშვილი, ჯანო იზორია, ვერიკო კალანდია, ჯულიეტა პაკელიანი, მარინა სოლომონია, მერაბ ყოლბაია, მარიამ ყოლბაია, ანა მატუაშვილი, ლელა შარაბიძე, სანათა ძაძამია, ნიკოლოზ წერედიანი, ნუგზარ წერედიანი, ედემი ხვიჩია.

რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი 1-6 სექტემბერს ტარდება სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე ღია ცის ქვეშ. მასში მონაწილეობას იღებს ქართული რეგიონული თეატრალური დასები: დმანისიდან, თელავიდან, გორიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“ (დამფუძნებელი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე). ფესტივალის მხარდამჭერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა