logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილე მიულოცა
მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილე მიულოცა
10:37 11.08.2020
ოზურგეთში ცნობილი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებლისა და გამომცემლის, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ იუბილეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ფონდ „ქართული გალობის“ ხელმძღვანელი ვანო ჩხარტიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილს იუბილე მიულოცა და შემოქმედებითი წარმატება უსურვა.

მიხეილ ჩხენკელი: „ბატონი ანზორის უდიდესი დამსახურების აღსანიშნავად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაფუძნდება ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდია, რომელიც ტრადიციული მუსიკის კვლევის დარგში საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტს გადაეცემა.

მე, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ანზორი განსაკუთრებულად გამორჩეული და ღირსეული ოჯახის წარმომადგენელია. მასში არის ცოცხალი ის განსაკუთრებული ქართული გენი, რომელიც სამი საუკუნის განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ ფოლკლორს. ბატონ ანზორში ცოცხალია მისი ბაბუის, არტემ ერქომაიშვილის გენი და მე მინდა გაცნობოთ, რომ ბატონი არტემის მშობლიურ სოფელში, მაკვანეთში, ჩვენი სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლას მიენიჭება ბატონ არტემ ერქომაიშვილის სახელი. ამ შესანიშნავ სკოლაში წელსვე დაიწყება სრული რეაბილიტაცია და ძალიან მალე, უკვე არტემ ერქომაიშვილის სახელობის სკოლაში ბავშვებს შეეძლებათ თანამედროვე გარემოში მიიღონ განათლება.“

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ კრებულზე „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი ინგლისურ ენაზე, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებითა და ამერიკული საგამომცემლო კომპანია „NOVA SCIENCE”-ის მხარდაჭერით გამოიცა. მინისტრის თქმით, სამტომეულის წყალობით მსოფლიო საქართველოს აღმოაჩენს, როგორც უმდიდრესი კულტურის, ისტორიისა და ევროპული ფასეულობების ქვეყანას.

ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილეზე ქართული ტრადიციული სიმღერები შეასრულა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავი“, ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „ბასიანი“, მესტიის ანსამბლმა „რიჰო“, კახეთის ანსამბლმა „შილდა“, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ბერმუხა“ აჭარიდან, მგალობელ-მომღერალთა ანსამბლმა „შემოქმედი“ და გურულმა ტრიომ „შალვა ჩემო“. ასევე, გამოიფინა ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოარქივი.

ღონისძიება საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა