logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გონიო–აფსაროსის ციხეში არქეოლოგიური გათხრების დროს უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს
გონიო–აფსაროსის ციხეში არქეოლოგიური გათხრების დროს უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს
19:51 10.08.2020
გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია საველე სამუშაოებს ორ უბანზე აწარმოებს.

გათხრების შედეგად პირველ უბანზე გამოვლინდა ოსმალური და რომაული წყალგაყვანილობის სისტემები, რომაული ეპოქის საკანალიზაციო სისტემა და შენობის საძირკვლის წყობის ნაშთები. საკმაო რაოდენობითაა წარმოდგენილი ოსმალური და რომაული პერიოდის არტეფაქტებიც. ჩიბუხები, ფაიანსი, მოჭიქული კერამიკა, სინოპური ამფორები, ლუთერიები, სხვადასხვა სახის ქოთნის, ქვაბ-ქოთნისა და სამზარეულო ჭურჭლის ნატეხები. ირკვევა, რომ ციხის ამ მონაკვეთში რომაულ პერიოდში I-II სს-ში საკმაოდ ინტენსიური ცხოვრება ყოფილა, განსაკუთრებით II-III სს ყოფილა გამორჩეული. სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება გამოვლენილი არტეფაქტების უმრავლესობა და შენობის საძირკვლის ნაშთები.

მეორე უბანი ციხესიმაგრის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს (NW XII). ექსპედიციის შედეგად გამოვლინდა რომაული, ბიზანტიური და ოსმალური პერიოდის არტეფაქტები. ამ უბანზე გამოვლენილი არტეფაქტების უმრავლესობა II-III საუკუნით თარიღდება. ამფორების, ჯამ-ჭურჭლის, მინის და კრამიტების ფრაგმენტების პარალელურად აღმოჩნდა 6 ბრინჯაოსა და 2 ვერცხლის მონეტა. ერთ-ერთი მათგანის ავერსზე იმპერატორი ადრიანეა (117-138 წწ) გამოსახული, ხოლო რევერსზე გამარჯვების ქალღმერთი ნიკე, ხელში დაფნის გვირგვინით.

დიდ ინტერესს იწვევს უბანზე გამოვლენილი 3 წარწერა, რომელთაგან ერთი აგურზე დატანილი დამღაა და ციხესიმაგრეში მდგარ კოჰორტას უნდა ეკუთვნოდეს, მეორე ხელწისქვილზე ამოკვეთილი ლათინური ასოებია, ხოლო მესამე კი რომაელი ჯარისკაცის საფლავის ქვა უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი არტეფაქტი პირველად გამოვლინდა ციხესიმაგრის ტერიტორიაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა