logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თიბისის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაარსდა
თიბისის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაარსდა
20:06 05.08.2020
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ემიგრაციის მუზეუმის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე დაესწრნენ.

„ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას ბოლო წლებში გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა, თუმცა მეცნიერის სიცოცხლეში ეს ვერ განხორციელდა. მამის სურვილის შესრულება გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ითავა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის ოფიციალური თანხმობით და რუსუდან შარაძის ძალისხმევით ქართული ემიგრაციის მუზეუმი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.

მუზეუმში დაცულია ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების უძვირფასესი არქივები, პერიოდული გამოცემების სრული კოლექციები, უნიკალური წიგნები და სხვა მნიშვნელოვანი მასალა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში თიბისის მხარდაჭერით, ემიგრაციის დარბაზი 2015 წელს გაიხსნა. ემიგრაციის დარბაზში წარმოდგენილია ათობით ემიგრანტის პირადი არქივი, მათ შორის, ლევილის არქივი, გენერალ გიორგი კვინიტაძის, ორბელიანების, ზალდასტანიშვილების და სხვა ცნობილ ემიგრანტთა არქივები. ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობის დღემდე უცნობი ემიგრანტული ლიტერატურა, პირადი არქივები, წერილები თუ ფოტომასალა საქართველოში თიბისის დახმარებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩამოიტანა. ახლა კი, ემიგრაციის დარბაზში დაცული ფონდები ემიგრაციის მუზეუმში განთავსდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, თიბისი მუდამ იყო ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდამჭერი.

„დღიდან დაარსებისა, თიბისი მუდამ იყო ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდამჭერი. თიბისი არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი კომპანია და სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ, როდესაც ხელს ვუწყობთ ჩვენი ეროვნული საგანძურის შენარჩუნებას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი საქმეების სიას ემიგრაციის მუზეუმიც შეემატა,“ - განაცხადა ბუცხრიკიძემ მუზეუმის გახსნის ცერემონიაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა