logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით წელს კულტურული მემკვიდრეობის 100-მდე ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით წელს კულტურული მემკვიდრეობის 100-მდე ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
14:36 13.06.2020
ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ "ქართუს" კულტურის სფეროში ქველმოქმედების სახით მილიარდ ლარამდე აქვს გაღებული. მხოლოდ მიმდინარე წელს, ძეგლთა დაცვის მიმართულებით "ქართუს" საქველმოქმედო დაფინანსება 20 მილიონ ლარს აჭარბებს, რომლის ფარგლებშიც, 100-მდე ძეგლზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე ითქვა.
ვარძიაში გამართულ პრეზენტაციაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ საზოგადოებას 2019 წელს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები წარუდგინა.
ფონდი "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ფონდს საქართველოს მასშტაბით აღდგენილი აქვს რვაასზე მეტი ისტორიული კულტურული ძეგლი.
"წელს გვაქვს ძალიან ინტენსიური პროგრამა, 98 ძეგლის აღდგენას ვაპირებთ, ამისთვის გამოყოფილია 21 მილიონი ლარი. თუ საჭიროება დადგა და პანდემიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს, ეს ბიუჯეტი გაიზრდება. ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ წლევანდელ გეგმას და ვაპირებთ, კვლავაც მხარში დავუდგეთ სახელმწიფოს და დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა", - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
მასშტაბურ პროექტებს შორის, ნიკოლოზ ჩხეტიანი აწყურის ტაძრის აღდგენას ასახელებს, რომლის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2019 წელს ფონდი "ქართუს" ძალისხმევით, კულტურული მემკვიდრეობის 75 ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა.
სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოვლის პროცესში სახელმწიფოს მთავარ პარტნიორს – ფონდ "ქართუს", რომლის დაფინანსების წილი სახელმწიფოს დაფინანსების წილს აღემატება.
ქართული კულტურის მიმართულებით სხვადასხვა პროექტებს "ფონდი ქართუ" უკვე ოცი წელია მუდმივად აფინანსებს, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, მათ აღდგენა-რესტავრაციასა და მოვლა-პატრონობას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაციაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმაც მიიღო მონაწილეობა.
პრეზენტაციას ფონდი "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი, ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა