logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: COVID-19-ის პანდემიამ მთელს სამყაროს დაანახა, რომ ხელოვნება ახლა კიდევ უფრო გვაახლოებს, ვიდრე ოდესმე
მიხეილ ჩხენკელი: COVID-19-ის პანდემიამ მთელს სამყაროს დაანახა, რომ ხელოვნება ახლა კიდევ უფრო გვაახლოებს, ვიდრე ოდესმე
11:34 23.04.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო,132 ქვეყნის 206 წარმომადგენელს სიტყვით მიმართა და მათ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულიის ნაბიჯები გააცნო, რომლებიც სახლში დარჩენილთათვის კულტურული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გადაიდგა.

მინისტერიალის მთავარ მიზანსკულტურულ სექტორზე COVID-19-ის პანდემიის გავლენის შესახებ მსჯელობა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

მინისტერიალი UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ გახსნა და კორონავირუსის პანდემიის მართვისასმიღებული ზომების შესახებ ისაუბრა, რამაც კულტურული ეკოსისტემის შესუსტება გამოიწვია. ამის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის კულტურის მინისტრებმა ერთმანეთს ამ მიმართულებით საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.

მიხეილ ჩხენკელი: „მადლობას ვუხდი გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO) და ქალბატონ ოდრი აზულაის კულტურის მინისტრების პირველი ვირტუალური შეხვედრისორგანიზებისათვის. ვფიქრობ,იგი უაღრესად სასარგებლო იქნება თითოეული მონაწილე ქვეყნისათვის კულტურის სექტორში არსებული გამოწვევების დასაძლევად.

COVID-19-ის პანდემიამმთელს სამყაროს დაანახა, რომ ხელოვნება ახლა კიდევ უფრო გვაახლოებს, ვიდრე ოდესმე. კულტურული ცხოვრების –თანამედროვე და პროგრესული საზოგადოების ერთ-ერთი საყრდენის –შესუსტების მიუხედავად, მჯერა, ერთობლივი ძალისხმევა, საერთაშორისო თანამშრომლობა, ინფორმაციისა და იდეების გაცვლა გადამწყვეტი იარაღიასტაბილურობის მისაღწევად.“

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, მრავალფეროვანი და საინტერესო კულტურული აქტივობები ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურული ორგანიზაციები საზოგადოებას ონლაინ სპექტაკლებს, კინოჩვენებებს, კონცერტებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

კერძოდ, სამინისტროში შემავალმა 24 - მა სამხატვრო დაწესებულებამ წამოიწყო მასობრივი ონლაინ კამპანია: #Stayathome #cultureforyou; გახანგრძლივდა 16-მდე ღია კონკურსის ჩატარების ვადა, რომლებიც კულტურული ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მხატვრების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო ძეგლების 3D ვერსიებისა და აღდგენილი კულტურული ადგილების ვიდეოკლიპების თავისუფალი წვდომა ინტერნეტში. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, არ შეჩერებულა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი (აღდგენა, კონსერვაცია, რეკონსტრუქცია). მიმდინარე წელს დაგეგმილია 60-მდე კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება, მათ შორის, ფონდი „ქართუს“ მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით.

მიხეილ ჩხენკელმა მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს განხორციელებული ახალი პროექტი „ტელესკოლა“ გააცნო, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით 30 მარტიდან დაიწყო და საშუალებას აძლევს ყველა მოსწავლეს, მოისმინონ საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში, მათ შორის, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და მუსიკაში.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 27 მარტიდან (თეატრის საერთაშორისო დღე) შეიქმნა კულტურული ღონისძიებების ყოველკვირეული კალენდარი, რომელიც აქტიურად ზიარდება როგორც სამინისტროს, ასევე სახელოვნებო ორგანიზაციების ვებგვერდებსა და ოფიციალურ Facebook გვერდებზე. აღსანიშნავია, რომ ერთ ფოლკლორულ კონცერტს 50 000 ონლაინ მაყურებელი ჰყავდა. ქართული თეატრების ონლაინ სპექტაკლებმა კი დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა