logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართველი ხელოვანები პარიზის ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე წარდგნენ
ქართველი ხელოვანები პარიზის ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე წარდგნენ
17:44 13.02.2020
პარიზში არტ კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში 9 ქართველი ხელოვანის ნამუშევარი გამოიფინა. მსოფლიო მნიშვნელობის გამოფენის ორგანიზატორები არიან «ფრანგ ხელოვანთა ასოციაცია», რომელიც დაარსდა მეფე ლუი XIV -ის პრემიერ მინისტრის, ჟან-ბატისტ კოლბერის მიერ. აჭარის რეგიონი წელს პირველად იყო წარმოდგენილი პარიზში, არტ კაპიტალზე, როგორც საპატიო სტუმარი. ბათუმელი ხელოვანების მონაწილეობა უმაღლესი დონის ღონისძიებაში ქვეყნის კულტურული ინეგრაციისთვის მნიშვნელოვანი განაცხადია. არტ კაპიტალი წარმოადგენს საფრანგეთში ყველაზე მასშტაბურ მულტინაციონალურ კულტურულ ღონისძიებას, რომელიც იწვევს კოლექციონერების და პროფესიონალების მუდმივ ინტერესს. ამ გამოფენას 11 ათასი ადამიანი სტუმრობს ყოველდღიურად. ეს არის თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცე, სადაც ეცნობიან განსხვავებული ხედვების მქონე ნამუშევრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენის მიმდინარეობისას დიდი ინტერესი გამოიწვია ქართული ღვინის დეგუსტაციამ და საქართველოდან წაღებულმა მასალამ, რომელიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრომოუშენს ეძღვნებოდა. საფრანგეთიდან მზარდია ტურისტების ნაკადი, რომელიც სწორედ ქართული კულტურის გასაცნობად მოდის და ეს გამოფენა მათთვის კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა გახდა. ემოციური იყო ქართული ემიგრაციის მრავალრიცხოვანი მაყურებლის დასწრება, რომელთათვისაც ეს ღონისძიება ქართული კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელივან მოვლენად იქცა. ბათუმელი მხატვრების: აკაკი ძნელაძის, ბექა ბოლქვაძის, ბესო ბესელიას, ირინა ტორონჯაძის, სპარტაკ კუდბას, მაია ჭყონიას და კახა ნიჟარაძის მრავალფეროვანმა ნახატებმა დამთავლიერებელთა დიდი ყურადღება დაიმსახურა. ფრანგ საზოგადოებას საშუალება მიეცა გაცნობოდა ამიკო ქავთარაძის ფოტოგრაფიას და დარეჯან ბერეკაშვილის სკულპტურებს. არტ კაპიტალი 2020 წელს იმართება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მაღალი პატრონაჟით. „ფრანგ ხელოვანთა ასოციაციის“ საშუალებით გაითქვა სახელი ისეთმა ხელოვანებმა, როგორებიც არიან დელაკრუა, როდენი, მანე, კლოდელი, ბარტოლდი, სეზანი, სალვადორ დალი, ტულუზ ლოტრეკი,ვან გოგი და სხვები. ასოციაციის მიერ მოწვეული ხელოვანები ექსკლუზიურად იფინებიან 1901 წლიდან პარიზის ისტორიულ მონუმენტში, ცნობილი როგორც გრანდ პალე «Grand Palais » დიდრო და ბოდლერი ქმნიდნენ გამოფენის ქრონიკებს და სრულად ასახავდნენ გამოფენის სიახლეებს და აღმოჩენებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა