logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სტრასბურგში უნიკალური სამეცნიერო ნაშრომის „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ პრეზენტაცია გაიმართა
სტრასბურგში უნიკალური სამეცნიერო ნაშრომის „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ პრეზენტაცია გაიმართა
10:35 29.01.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, სტრასბურგში ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეული, ინგლისურენოვანი უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ წარადგინა.

ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებს და წიგნის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

ქართული დელეგაციის სტრასბურგში სამუშაო ვიზიტი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში შედგა.

მიხეილ ჩხენკელი: „ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვქონდა ევროსაბჭოში, სადაც უაღრესად საინტერესო, ფუნდამენტური მნიშვნელობის წიგნის პრეზენტაცია გავმართეთ. ეს გახლავთ ინგლისურენოვანი სამტომეული, რომელიც შეიქმნა ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით. სულ მალე წიგნის ქართული ვერსიაც გამოვა. სამტომეული ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებითა და ამერიკული საგამომცემლო კომპანია “NOVA SCIENCE”-ის მხარდაჭერით გამოიცა. შედეგად, ჩვენ გვაქვს მართლაც უნიკალური წიგნი ქართულ კულტურაზე, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს, რომ საქართველო ევროპის არა მხოლოდ ნაწილია, არამედ ევროპული კულტურისა და ფასეულობების შექმნაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ჩვენ ამ წიგნს საჩუქრად გადავცემთ წამყვან ბიბლიოთეკებს და არქივებს. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს, რადგანაც ჩვენი მეგობრები, უცხოელი ახალგაზრდები ხელახლა აღმოაჩენენ საქართველოს, როგორც უმდიდრესი კულტურის მქონე ქვეყანას. სიმბოლურია, რომ პირველი ბიბლიოთეკა, რომელსაც ეს სამტომეული საჩუქრად გადავეცით ევროსაბჭოს ბიბლიოთეკა გახლავთ.“

სამტომეულის პრეზენტაციაზე ევროსაბჭოში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის „რუსთავის“ შესრულებით ქართული ხალხური, პოლიფონიური სიმღერებიც აჟღერდა.

„საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ - უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც წარმოადგენს კვლევას ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ ნაშრომის მესამე ტომი აერთიანებს 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშს.

წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის “NOVA SCIENCE”-ის პრეზიდენტს ფრენკ კოლუმბუსსა და მის მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნის.
პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილმა. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ფინანსურად უზრუნველყო პროექტის მომზადება, რაც გულისხმობდა საძიებო სამუშაოების შესრულებას, ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალის აღდგენა-გასუფთავებას, ორიგინალური მასალების დამზადებას, ნაშრომების შექმნას, რედაქტირებას, ინგლისურ ენაზე თარგმნასა და სხვა.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელმა ასევე მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური, სიტყვით გამოვიდა. მინისტრი ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებსაც შეხვდა.

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა