logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამოფენა - „შექსპირი საქართველოში“ გაიმართა
ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამოფენა - „შექსპირი საქართველოში“ გაიმართა
14:42 23.01.2020
ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკაში გამოფენა- „შექსპირი საქართველოში“ გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო "ქართული შექსპირიანას" შესახებ უორდროპების კოლექციაში დაცული უნიკალური ხელნაწერები, წერილები და წიგნები, აგრეთვე საქართველოში გამოცემული ალბომები, ლიტერატურული ჟურნალები, სამეცნიერო კრებულები, რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული უნიკალური აფიშები, პროგრამები და ფოტო მასალა, რომელიც „ქართული შექსპირიანას“ თარგმნის, შესწავლისა და სცენური ინტერპრეტაციის წარსულსა და აწმყოს ასახავს.

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში, თამარ ბერუჩაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა შექსპირის უნიკალურ შემოქმედებაზე და მის გავლენაზე ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, ასევე საქართველოსა და ბრიტანეთს შორის კულტურის სფეროში არსებულ მჭიდრო ურთიერობებზე.

ღონისძიების დასასრულს ყველა ექსპონატი ბოდლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა.

კონფერენციის ფარგლებში ნაჩვენები იყო გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული წარმოდგენა „შექსპირი სიყვარული”, რომელიც 2016 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა და შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

ღონისძიება „შექსპირი საქართველოში“, 2020 წელს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში „ქართული სეზონის“ ნაწილია, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ: ჯილიან ივისონი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის კოლექციის ხელმძღვანელი, დან ჰილი, წმ. ენტონის კოლეჯი, ოქსფორდის უნივერსიტეტი და დავით მაზიაშვილი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა